27 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
რეზოლუციის 2 პროექტი საქართველოს შესახებ - რომელი ოპოზიციონერი ლიდერები ითხოვენ ევროპარლამენტისგან ქვეყნის დასჯას და უვიზო რეჟიმის შეჩერებას

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა და სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - ეს მოთხოვნები ოპოზიციის ლიდერებმა, სტრასბურგში, ევროდეპუტატების ერთ ჯგუფთან მოლაპარაკების დროს გააჟღერეს. თინა ბოკუჩავამ და ნიკა გვარამიამ ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, რომ დასახელებული პუნქტები რეზოლუციის საბოლოო ტექსტში აისახოს.

რეზოლუციას, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, ევროპარლამენტი კენჭს ხვალ უყრის. "ევროპის სახალხო პარტიის" სახელით დარეგისტრირებულ დოკუმენტს ხელს 20 ევროპარლამენტარი აწერს, მათ შორის არიან რასა იუკნევიჩიანე, მიხაილ გალერი და დევიდ მაკალისტერი. ევროდეპუტატების ეს კონკრეტული ჯგუფი და მათი პოზიცია, მმართველი გუნდისთვის კარგად ნაცნობია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოთხოვნას და რეზოლუციაში შესაბამის ჩანაწერებს ემიჯნება გიორგი გახარიას გუნდი. ექსპრემიერის პარტიაში მიიჩნევენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდებიან.

ოპოზიციის ნაწილი კი თავს არიდებს მთავარ შეკითხვას - უჭერემ თუ არა მხარს ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

"მტრული და ანტისახელმწიფოებრივი" - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტების მოთხოვნებს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული პერსპექტივის დაზიანებაა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული რეზოლუცია, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ლობისტური კამპანიის ნაწილია, რომელსაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე გავლენა ვერ ექნება.

ხვალ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს, რომელიც მემარცხენე ჯგუფის სახელით, იტალიელმა ევროპარლამენტარმა დაარეგისტრირა. დანილო დელა ვალე ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ევროკავშირმა იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან.

დღის ამბები