06 დეკემბერი 2024,   14:29
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბრის დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბრის ღამეს დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

5 პირის სასამართლო პროცესი, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, ორშაბათამდე გადაიდო.

უფლებადამცველის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საჭირო იყო უფრო მეტი მტკიცებულების მოპოვება, გარდა ამისა, ისინი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რის გამოც პროცესის გადადები შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

"რამდენიმე პირის საქმე იყო გაერთიანებული, რა დროსაც დავაყენეთ შუამდგომლობა სწორედ იმ მომენტით, რომ საჭირო იყო მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოში წარმოდგენა. ამასთანავე, ვიმყოფებით არათანაბარ მდგომარეობაში, ამის გამო მქონდა დაყენებული შუამდგომლობა, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ და პროცესი გადაიდო ორშაბათამდე", - განაცხად ნესტან ლონდარიძემ.

 

დღის ამბები