02 დეკემბერი 2024,   15:56
ვრცლად
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს - სტუდენტების ნაწილი ლექციებზე არ შევიდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების ნაწილი ლექციებზე არ შევიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს შეუერთდა.

მთავარი მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია. აქციის მონაწილეების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უმაღლესი სასწავლებლის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციას სტუდენტების უმრავლესობა არ უერთდება.

აქციის მონაწილე სტუდენტები დაშლას არ აპირებენ და პერიოდულად შეძახულებით ხალხს მოუწოდებენ მხარდაჭერისკენ. 

მონაწილეებს შორის არიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. 

დღის ამბები