რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მეოთხე დღეა გრძელდება - მომიტინგეები პარლამენტის წინ აღმართულ ჯებირებზე აბრახუნებენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ისევ გამოიყენება პიროტექნიკა.
ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კი სპეცრაზმელების მობილიზებაა. ადგილზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.