02 დეკემბერი 2024,   17:40
ვრცლად
იმედი გვაქვს ასეთი შეხვედრის, თუმცა მოლოდინი ოპტიმისტური არ არის, ვინაიდან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მართლა აინტერესებს პრემიერისგან ყველაფრის მოსმენა, დაბულინგდება რადიკალური ოპოზიციის მიმდევრებისგან - ლევან მაჭავარიანი

პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, რომ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ გარკვეულ საკითხებს, მზად არის ნებისმიერ ფორმატში გამართოს მათთან დისკუსია, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ ის ადამიანები, ვინც შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისგან დაბულინგდებიან, თუმცა, იმედის იტოვებს, რომ მსგავსი შეხვედრა შედგება. 

"ბატონმა ირაკლი კობახიძემ შესთავაზა აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს და სხვა ჯგუფებს, რომ ისინი არიან გაურკვევლობაში, შესაბამისად, ბატონი პრემიერი მზად არის, რომ ნებისმიერ ფორმატში გამართოს მათთან შეხვედრა. იქნება ეს დახურული შეხვედრა თუ ღია, სადაც მთელი საქართველო ამ ყველაფერს თავისი ყურით მოისმენს. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეთი შეხვედრა მოხდება, თუმცა, მოლოდინ ოპტიმისტური არ არის, ვინაიდან, ისევ ამუშავდება ეს ფსევდო ლიბერალური ფაშიზმი და იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მართლა აინტერესებს პრემიერისგან ამ ყველაფრის მოსმენა, ისინი ისე დაბულინგდებიან რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიმდევრებისგან და აქტივისტებისგან, რომ სამწუხაროდ, მოლოდინი არ გვაქვს რომ ეს შეხვედრა შედგება. თუმცა, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა მაინც მოხდება და მით უმეტეს, ასეთი შეხვედრა თუ მოხდება საჯაროდ, სადაც მთელ საქართველოს ექნება იმის საშუალება, რომ მოისმინოს ყველაფერი პირდაპირ ეთერში, ეს ყველაზე კარგი იქნება," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები