02 დეკემბერი 2024,   16:55
ვრცლად
156 ადამიანია ჩვენს მიერ მონახულებული და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რაც შემაშფოთებელი ციფრია - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა უკვე 150 ადამიანი მოინახულებს, რომელთაგან 124 ამბობს, რომ მათ მიმართ ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

იოსელიანის განმარტებით, ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელია და ყველას მოუწოდებს ცხელი ხაზის მეშვეობით აცნობონ სახალხო დამცველის აპარატს მათთვის ცნობილი დარღვევების შესახებ, რათა ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.

"156 ადამიანია ჩვენს მიერ მონახულებული და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც თითქმის 80%-ია. ეს ძალიან შემაშფოთებელი ციფრია. დღეს, ჩვენი თანამშრომლები წასულები არიან იზოლატორებში. მინდა იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაშლილები, ამავდროულად არსებობს ცხელი ხაზი და ყველას მოვუწოდებ მიმართონ ცხელ ხაზს და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რაც მათთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ თავის შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან, ხოლო დამნაშავეების მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები