02 დეკემბერი 2024,   09:31
ვრცლად
"პირველი არხი კატეგორიულად გმობს ძალადობას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას" - საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

პირველი არხი განცხადებას ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს შესაბამის ინსტიტუციებს, უზრუნველყონ ძალადობრივი კონკრეტული ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

"პირველი არხი კატეგორიულად გმობს ძალადობას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

ამასთან ერთად, მიუღებელია მიზანმიმართულად ჟურნალისტების ძალადობრივი დევნა.

მოვუწოდებთ შესაბამის ინსტიტუციებს, უზრუნველყონ კონკრეტული ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ნებისმიერ პირობებში.

ამასთან ერთად, ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ევროპული იდეა და ინსტიტუცია, ასრულებს და მომავალშიც ყოველთვის შეასრულებს კანონით განსაზღვრულ საკუთარ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, როგორც ეს დადგენილია ევროპული მაუწყებლობის სტანდარტებით," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები