სირიის ჩრდილოეთით, რუსეთის და სირიის სამხედრო ავიაციამ, ამბოხებულების კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქი იდლიბი დაბომბეს. იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა შვიდი ადამიანი, ათობით კი დაშავდა.
“როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იდლიბის ცენტრში მდებარე ხალხმრავალი საცხოვრებელი უბანი გახდა. კონფლიქტის ზონაში ოთხი მილიონი ადამიანი რჩება.
სირიისა და რუსეთის სამხედრო ავიაციამ ასევე დაბომბა იდლიბის რეგიონის სხვა ქალაქები, რომლებსაც ამბოხებული ძალები აკონტროლებენ.
ამბოხებულების სამხედრო ოპერაციას და მათ წინსვლას ალეპოს რეგიონში, ბაშარ ალ ასადი გამოეხმაურა - დაიმუქრა საპასუხო ზომებით. მედიის ინფორმაციით, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, დაჯგუფება “ჰა-იათ ტაჰ-რირ ალ-შამთან“ ერთად, ქალაქ ალეპოში შევიდნენ.