ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მოქმედებების ერთობლიობით, ხელახალი არჩევნების გზით ქვეყანას კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნებენ.
"დღეს ყველამ ვნახეთ ახალი ხარისხი იმ ავტორიტარიზმის, რომლის გამოვლინებაც იყო პარტიების ოფისებში ჩხრეკით, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების და ის უკანონობა, რომელიც ყველა პირდაპირ ეთერში თქვენი თვალით ნახეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცით, რომ ეს აქციები არის ხალხის მხრიდან ორგანიზებული და ყველა, თითოეული მოქალაქე ვიცავთ იმ კონსტიტუციას, რომელიც თავზე გადაახია ივანიშვილმა ქართველ ხალხს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოქმედებების ერთობლიობით ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ამ ქვეყანას ხელახალი არჩევნების გზით კონსტიტუციურ სივრცეში და პასუხსაც გავცემთ იმ უკანონობის ახალ ტალღას, რომელიც დღეს ყველამ ვნახეთ თუ როგორ ცდილობდა გაეყიდა პრემიერად წოდებულ კობახიძე პრევენციულ ნორმად. სხვა დანარჩენი არის პროცესი, ამ პროცესში თითოეული მოქალაქის დაცვა იქნება ჩვენი ინტერესი და ყველაფერი იქნება კონსტიტუციურ ჩარჩოში, რისი უფლებაც თითოეულ მოქალაქეს გვაქვს", - აცხადებს გიორგი გახარიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი თეონა აქუბარდია.