05 დეკემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია, თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ და მზად ვართ, გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას - პრემიერი

"ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია, თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ, ქართული სახელმწიფო ძალიან ძლიერია და მზად ვართ, გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში იყო 4 რევოლუციის მცდელობა, მაგრამ ყველა მცდელობა ჩავარდა, რადგან სახელმწიფო ძლიერია

"პროტესტი რა თქმა უნდა, არ არის სპონტანური. უნდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ 4 რევოლუციის მცდელობა. ეს იყო მეოთხე მცდელობა, მაგრამ ყველა ეს მცდელობა ჩავარდა, რადგან სახელმწიფო ძლიერია; სახელმწიფო უწყებები ძლიერია. ჩვენ მაინც უნდა გავუსწოროთ თვალი ამ მცდელობებს და ყველა ეს შემთხვევა - ყველაფერი - წინასწარ იყო დაგეგმილი. ჩვენ გვაქვს მიმდინარე გამოძიება ამ სახის შესაძლო განვითარების შესახებ. უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები არიან ჩართულნი ამ სახის აქტივობებში. ასე მაგალითად, 2022 წლის ივნისში, როდესაც რევოლუციის  პირველი მცდელობა განახორციელეს - ანუ ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი - უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ავიდნენ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და უშუალოდ მათ გამოთქვეს პოლიტიკური მოთხოვნები: მთავრობის გადადგომა, ახალი მთავრობის ფორმირება მათივე მონაწილეობით. ანუ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სურდათ, გამხდარიყვნენ მინისტრები. თან ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენი მიმართვა ევროკავშირისადმი, მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი,  უარყოფილი იყო. ეს სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ ყველაფერი კარგად ორგანიზებულია. ნათელია, რომ ქართული სახელმწიფოს დასუსტების მცდელობა ორგანიზებულია.  თუმცა, ჩვენ ძლიერად ვდგავართ. ქართული სახელმწიფო ძალიან ძლიერია და მზად ვართ, გავუმკლავდეთ მოვლენათა მსგავს განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები