მეტრო "თავისუფლებასთან" ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ. აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცველები მეტროდან ამოსულ მოქალაქეების ჩხრეკდნენ.
ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს, მოქალაქე მათ შეეპასუხა, რის გამოც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მათი დაკავების პროცესში მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ვითარება განმუხტულია.