ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა "ძლიერი საქართველოს" ოფისში. ლიდერები ყველა ოპოზიციური კოალიციის წევრებს მოუწოდებენ დღეს 8 საათზე შეიკრიბონ "ქორთიარდ მერიოტში" და იმსჯელონ არსებულ მდგომარეობაზე.
"ყველანი ვგმობთ იმ ტერორს, იმ ძალადობას, და იმ უკანონობას, რასაც ეწევა ეს ხელისუფლება. ეს არის მათი ბოლო აკორდები. ხელისუფლება, რომელიც მიმართავს ძალადობას საკუთარი ხალხის, საზოგადოების, ახალგაზრდობის წინააღმდეგ, აუცილებლად წავა.
დღეს, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო სიაში შემავალ კოალიციის 25-ეულებს მოვუწოდებთ ერთად შეკრებისკენ, რათა დავსხდეთ, ვისაუბროთ და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ამ ქვეყნის გადასარჩენად. ამ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.