05 დეკემბერი 2024,   05:18
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე: "გეგმა არის ერთი - სრული დაუმორჩილებლობა"

ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ერთიანობა არის ის მთავარი გეგმა, რომლითაც მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ.

"არის სრული ერთობა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში, ეს ნიშნავს, რომ არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული უკან, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მშვიდობიანი მეთოდით და მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, რომელსაც გეგმავენ, რაღაც სცენარები აქვთ, რის შესახებაც მე რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ მიდის პროვოკაციების დაგეგმვა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რასაც ვაკეთებდით აქამდე, რომ დავიცვათ ის დაზარალებული, დაჩეხილი ახალგაზრდები ამ კრიმინალების მიერ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები. ასევე გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილი ამყარებს ტერორს და ტერორის დამყარების და რუსეთში საქართველოს შეთრევის უფლებას არ მივცემთ არავის.

გეგმა არის ერთი - სრული დაუმორჩილებლობა "ქართული ოცნების" რუსულ რეჟიმს საქართველოში," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები