05 დეკემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ბესიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

ბესიკის ქუჩაზე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. სამართალდამცველებმა შენობიდან კონკრეტული ნივთები გამოიტანეს. ჩხრეკა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდნენ.

ასევე, ბესიკის ქუჩაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდით, მდებარეობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ოფისი, სადაც ასევე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

სამართალდამცველები ტერიტორიაზე, დაახლოებით, 16:00 საათზე გამოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის მიღების, ან ძალადობის მოწოდების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები