04 დეკემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ჯეფრი საქსი: მოვლენები საქართველოში ბაიდენის, სალივანის, ბლინკენისა და “დიფ სთეითის“ ერთგვარი ბოლო გასროლაა

 

ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაფერი, რაც რუსეთის საზღვრებთან, საქართველოში, რუმინეთსა და მოლდოვაში დება, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მისი მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის და სახელმწიფო მდივნის - ენტონი ბლინკენის “ბოლო გასროლაა.“

“შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის გარშემო არსებული არეულობების დიდი ნაწილი აშშ-ის მიერაა გამოწვეული. ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგვარი ბოლო გასროლაა. არეულობაა საქართველოში, რუმინეთში... მოლდოვაშიც ახალი არეულობის გაღვივებაზე საუბრობენ.

ეს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებია, სადაც აშშ-ს აქტიური ფარული ოპერაციები აქვს ისეთი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიცაა “დემოკრატიის ეროვნული ფონდი“. ამ ორგანიზაციების მიზანია, პრობლემები შეუქმნან რუსეთს. ასე რომ, რაც ხდება, ეს არის ბაიდენის, სალივანის, ბლინკენისა და “დიფ სთეითის“ ერთგვარი ბოლო გასროლა“, - განაცხადა საქსმა.

 

დღის ამბები