"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს "კურიერთან" საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეებიც იყოფებიან, თუმცა, არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც რადიკალიზაციას მიმართავს.
"ხალხის აღშფოთება ერთი მხრიდანაც გასაგებია და მეორე მხრიდანაც. აქციაში მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც, გარკვეული ჯგუფიც, არის შეცდომაში შეყვანილი. რა თქმა უნდა, იქ ჩვენ ვხედავთ მშვიდობიანი პროტესტისთვის მისულ ადამიანებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ არის ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ რადიკალიზმისთვის არის მისული," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.