05 დეკემბერი 2024,   00:01
ვრცლად
საქსტატი: ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14%-ით, 58,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14%-ით, 58,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც, - მესამე კვარტალში მისი მოცულობა 23,1 მილიარდი იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 16, 3%-ით მეტია.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66%-ზე მეტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15%-ზე მეტი საშუალოზე, 18%-ზე მეტი კი მცირე ბიზნესზე.

დღის ამბები