05 დეკემბერი 2024,   01:40
ვრცლად
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აპირებს მიმართოს ჰააგის სასამართლოს, რათა საკოორდინაციო ფორმატი შეიქმნას

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აპირებს მიმართოს ჰააგის სასამართლოს, რათა საკოორდინაციო ფორმატი შეიქმნას.

საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ფორმატში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, მათ შორის, აქციაზე დაშავებულებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უწევენ მონიტორინგს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რამაც მასშტაბის გათვალისწინებით, შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

“მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ.

ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულებს სათანადოდ გამოიძიებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს,“ - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები