გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება - გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჯარიკმა განცხადება გაავრცელა.
"შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას.
თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა გამოძიებულ იქნას დროულად და სრული გამჭვირვალობით. გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს და შეეცადონ, უთანხმოება დიალოგის გზით დაძლიონ", - განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერმა.