თბილისსა და რეგიონებში ამ წუთებში ქალების აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პოლიციის შენობებთან არიან შეკრებილები.
ქალები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ დაკავებებს საპროტესტო აქციებზე და ძალადობის ფაქტებს მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებზე.
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თეონა ჭალიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა უნდა დაიცვან აქციის მონაწილეები მაშინ, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმი მათ შლის.
“მივმართავთ პოლიციელებს, სად არიან მაშინ, როდესაც სადისტი შავრაზმელები გვარბევენ, ახალგაზრდებს ასე სასტიკად უსწორდებიან. დაგვიცვან, ჩვენს კივილზე, ჩვენს მოწოდებებზე, ჩვენს დაძახილზე ჰქონდეთ რეაქცია იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ ამ აქციაზე, მათი შვილების მომავალსაც“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.