სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისში პოლიცია შევიდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სამართალდამცველებმა დააკაცეს ვეფხია კასრაძე. ეს არის ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში მსხვერპლის საჭიროებაზე საუბრობს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი.
მისი ნაცნობების თქმით, ვერ ხვდებიან რატომ მოხდა კასრაძის დაკავება.
საგამოძიებო მოქმედებები თბილისის სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს. მათ შორის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“, “ლელოსა“ და ასევე facebook ჯგუფის “დაიტოვეს“ წარმომადგენლის ოფისში.