“ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ თამაზ დათუნაშვილი “დღის კურიერის“ ეთერში აცხადებს, რომ აქციაზე საზოგადოების გაბრაზებული ნაწილი დგას, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ.
“ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს პოლიტიკური პროცესი სამწუხაროდ მას შემდეგ ვეღარ არის იმ მომენტიდან რა მომენტშიც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ ქუჩებში, პირველი ხელი დაარტყეს, პირველი სპრეი შეასხეს და პირველი გაზის კაფსულა ესროლეს.
ეს დაპირისპირება დაიწყო ხელისუფლების უზურპატორებსა და ხალხს შორის. პრემიერი გამოვიდა და საშინელი ცინიზმით ამბობდა ეს არის ხალხიო?- შეახედეთ დრონებით, აქ ხალხი დგას, აქ ბავშვები დგანან, აქ მოხუცები დგანან!
აქ დგას საზოგადოების გაბრაზებული ნაწილი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ინტერესი. პოლიტიკოსები შევიკრიბეთ შეიძლება არავის გულზე არ ეხატება ერთმანეთი, მაგრამ იქ ერთად ვთქვით, რომ გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები,“- აცხადებს დათუნაშვილი.