მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გამოძიება მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
მსახიობის უფლებადამცველის, ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, კონკრეტულად არ იცის რას ედავება ბრალდების მხარე ანდრო ჭიჭინაძეს, რადგან ოფიციალური ბრალდება მისთვის ჯერ არ წარუდგენიათ.
უფლებადამცველის თქმით, სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას მხოლოდ მისი პირადი მობილური ამოიღეს.
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არაფერი არ ამოუღიათ. მისი პირადი ნივთების გარდა, ტელეფონის ვგულისხმობ, სხვას არაფერს. არ ვიცი ბრალდების მხარე ანდრო ჭიჭინაძეს კონკრეტულად რას ედავება. ამას გავიგებთ იმ შემთხვევაში, როდესაც გადმოგვეცემა ბრალდების შესახებ დადგენილება და საქმის მასალები", - განაცხადა ირაკლი ჟორჟოლიანმა.