ამერიკის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებაა საჭირო. საკითხზე დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, ზელენსკის მშვიდობა სურს და ის გარიგებისთვის უნდა მოემზადოს. გარიგებაზე წასვლა პუტინსაც მოუწევს.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, დასავლეთს არ უნდა მიეცა უკრაინისთვის უფლება, რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმები განეხორციელებინა. მან ამ გადაწყვეტილებას დიდი შეცდომა და სისულელე უწოდა.