22 დეკემბერი 2024,   08:05
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედარება - რამდენად მძიმეა შტატებთან მიმართებით ეუთო/ოდირის ცალკეული შეფასებები?

აგრესიული კამპანია, საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარა, ჟურნალისტების დაშინების და შევიწროების შემთხვევები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის დასკვნაში გვხვდება და რომელზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა ორი ქვეყნის ორ არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშებს შორის პარალელი გაავლო და თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში სადამკვირვებლო მისია ამერიკის მიმართ უფრო კრიტიკულია.

საქართველოს საპარლამენტო და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ერთმანეთთან შედარება არასერიოზულია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, შტატების შემთხვევაში, არ არსებობს დასკვნა, რომელიც არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებდა.

დადებით შეფასებასთან ერთად რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში კრიტიკაც ბუნებრივია - ამის დასტურად "ქართული ოცნება" ამერიკული არჩევნების გამოცდილებაზე მიუთითებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებშიც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ მსგავსი ხარვეზები აღმოაჩინა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდა, დასკვნა კი რომელიც ეუთო/ოდირმა მოამზადა, 28 გვერდს მოიცავს.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები