22 დეკემბერი 2024,   09:17
ვრცლად
"რუსთავი 2" ახალ ეტაპს იწყებს და მაყურებელს, დღეიდან სრულიად განსხვავებულ სატელევიზიო ხარისხს შესთავაზებს

"რუსთავი 2-ის" სატელევიზიო თავგადასავალს კიდევ ერთი ფურცელი დაემატა. არხი ახალ ეტაპს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით და სრულიად განახლებული ტექნიკით იწყებს. "რუსთავი 2-ის" არსებობის ისტორიაში პირველად მაყურებელი "კურიერს" HD გამოსახულებით უყურებს.

"რუსთავი 2-ის" უხუცესი თანამშრომლებისთვის ეს დღე ნოსტალგიურია. არიან სახლში, ოღონდ - შეცვლილ მისამართზე, მაგრამ ისევ ერთ ოთახში. ვინაიდან "რუსთავის 2" ემშვიდობება ისტორიულ სივრცეს, დელისის შენობას, სადაც საეთერო ამ დრომდე ფუნქციონირებდა. დღეიდან კი რუსთავიორელების ძველი და ახალი თაობა "კურიერიდან" "კურიერამდე" ანჯაფარიძის 5 ნომერში, ერთ შენობაში იმუშავებს. მათ შორის ლადო ღვინიაშვილიც, რომელიც შვილივით გამოზრდილ არხზე ახლა უკვე შვილთან ერთად მუშაობს.

ეს დღე ემოციურია არა მხოლოდ არხის ტექნიკური განყოფილების უხუცესი თანამშრომლებისთვის, არამედ - რუსთავიორელების ახალი თაობისთვისაც.

30 წლის წინ 30 თანამშრომლით ერთ ოთახში დაწყებული ამბავი დღემდე გრძელდება. ახლა ამ არხზე მომუშავე ძველებიც და ახლებიც ახალი ისტორიის ათვლას ახალ გარემოში იწყებენ.

დღის ამბები