პროტესტის 24-ე დღე: რუსთაველის გამზირზე დღეს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, საკანონმდებლო ორგანოსთან კი მსვლელობით მივიდნენ. მოთხოვნები და გეგმა ისევ უცვლელია.
წინა დღეებისგან განსხვავებით, აქციის მონაწილეები კვლავ გამოჩნდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ რკინის ჯებირებთან, რომელსაც სხვადასხვა საგანს ურტყამენ, რათა გარკვეული ხმაური გამოიწვიონ.