22 დეკემბერი 2024,   17:25
ვრცლად
"გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გამომწვევი მიზეზები უმოკლეს ვადებში დადგინდება" - ვაკის რაიონის გამგებელი ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარზე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობაში, სადაც საოფისე ფართებია განლაგებული, ცეცხლი ჯერ სახურავს გაუჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულზე გავრცელდა. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

"ხანძარი ლიკვიდირებულია, გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გამომწვევი მიზეზები უმოკლეს ვადებში დადგინდება", - აცხადებს თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.

დღის ამბები