"მგონია, მას [სალომე ზურაბიშვილს] მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციას არ დატოვებს, ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს გამოიწვევს.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს, დარწმუნებული ვარ, რომ მას, [სალომე ზურაბიშვილს] ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები.
იმ შემთხვევაში, თეორიულად, რომ წარმოვიდგინოთ, იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში, ესეც არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციაში.
მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მე მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.