საახალწლო ღონისძიება გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტში. ღონისძიების "ახალი წლის დღეები საქართველოში" ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობები, ადგილობრივი მეწარმეების მიერ სხვადასხვა პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტო-გადაღების სტენდები.
პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა. საზეიმოდ აენთო მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიოების სტუმრების განწყობაზე "ფორტემ" და new one-მა იზრუნეს. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.