09 იანვარი 2025,   22:03
ვრცლად
აშშ-ში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი დაიღუპა

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი, მიგელ ანხელი დაიღუპა. მას სამი თვის წინ, მისი სახლის ძარცვის მცდელობის დროს თავში ესროლეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 43 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ შაბათს გახდა ცნობილი, მანამდე ის კლინიკაში იმყოფებოდა.

ანხელის სახლში, 3 თვის წინ, 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ისინი მისგან და მისი მეუღლისგან ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდნენ, რა დროსაც მათ შორის ჩხუბი მოხდა და ერთ-ერთმა მძარცველმა ანხელს ესროლა. ის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მძარცველი სასიკვდილოდ დაიჭრა. თავდასხმის საქმეზე დაკავებულია 3 პირი. 

მიგელ ანხელს სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს ფიტნესისა და მეწარმეობის შესახებ რჩევებს აძლევდა.

დღის ამბები