საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, რუსთავში ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შარტავას გამზირზე, სამუშაოები 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება.
გამზირის ორივე მხარეს მოეწყობა ველობილიკები, გარე-განათება, მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.