29 დეკემბერი 2024,   02:03
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე: აშშ - ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი - საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური

"დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ პატიობენ,“ - წერს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქიცირება არის სამშობლოს სიყვარულისთვის პოლიტიკური დევნა.   

"აშშ - ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი - საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური.

დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ პატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს!

როგორც ჩანს "გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენს და საქართველოს ისტორიას, რომელსაც წარსულში ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და მისი ასაკი სამიათას წელს ითვლის! “ - წერს დიმიტრი ხუნდაძე. 

დღის ამბები