29 დეკემბერი 2024,   02:09
ვრცლად
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში მორიგი რეისი შეასრულა და ადგილობრივ მოსახლეობას საახალწლო ნობათი ჩაუტანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, თუშეთის მიმართულებით მორიგი ავიარეისი შეასრულა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური თუშეთში იმყოფებოდნენ, მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე  6 თვის მანძილზე დაკეტილია. 

როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მთაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების დახმარების ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი  თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანს უფასოდ უზრუნველყოფს. მოქალაქეებს, დღესასწაულებზე ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო ნობათები გადაეცემათ.

დღის ამბები