29 დეკემბერი 2024,   03:14
ვრცლად
"6 წლის წინაც, მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია აწყობდა აქციებს თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვეულებრივად ჩატარდა ინაუგურაცია, იგივე მოხდება ახლაც" - პრემიერი

"6 წლის წინაც, მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც, აწყობდა აქციებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვეულებრივად ჩატარდა ინაუგურაცია," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, ახლად არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ღირსეულად შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას.

"დღესაც მოხდება იგივე - ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდგომი 5 წლის განმავლობაში, მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეულად შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას," - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 29 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები