ამერიკა, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების დარტყმის კვალს არ გამორიცხავს - ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკას აქვს შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია. კირბიმ საკითხის დეტალურად განხილვისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება. კითხვაზე, აქვს თუ არა ამერიკის მთავრობას სადაზვერვო ინფორმაცია - კირბიმ მოკლედ უპასუხა: "დიახ".