29 დეკემბერი 2024,   03:57
ვრცლად
გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა) – კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

დღის ამბები