29 დეკემბერი 2024,   06:48
ვრცლად
"სასაცილოა, რომ აშშ-დან ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია, სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად მსოფლიოსთან მიმართებაში, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს" - ირაკლი კირცხალია 

უბრალოდ სასაცილოა, რომ აშშ-დან ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია, სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად მსოფლიოსთან მიმართებაში, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და ამას რუსული საქმის კეთებას უკავშირებს, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ:

"2022 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იმყოფებოდა დე ფაქტო სანქცოების ქვეშ, ასე რომ ეს არახალია. უბრალოდ სასაცილოა, რომ აშშ-დან ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია, სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად მსოფლიოსთან მიმართებაში, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და იძახის, რომ რუსული საქმის კეთების გამოო. იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის ეს ყველაფერი გაკეთებული, როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ ანგარიში, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა რუსული საქმე. უბრალოდ სასაცილოა, უბრალოდ ტრაგიკომედიაა,"- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალიამ.

სანქციებზე გადაწყვეტილება სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაქვეყნა, რასაც მალევე მოჰყვა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თავის განცხადებაში ამბობს, რომ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს.

დღის ამბები