02 იანვარი 2025,   16:09
ვრცლად
გიორგი ვოლსკი სანქციებზე: ეს არის უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება

"უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება," - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ის სანქციები, რომელიც აშშ-მა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.

მისი თქმით, საქართველოს პარტიული და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა არ იმსახურებს მსგავს დამოკიდებულებას, რადგან მას არასდროს უღალატია თავისი საგრეო კურსისთვის.

"როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მიმავალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ შორს დაეჭირა თავი Credit Suisse-ის დავალიანების გასტუმრების საკითხებთან დაკავშირებით, ახლა შეუძლია საპირისპირო განაცხადოს - ეს არ არის რაიმე სიახლე. ამას აქვს პოლიტიკური საფუძველი, მაგრამ რაც ვთქვი, კიდევ გავიმეორებ - არ იმსახურებს, არც საქართველო, არც მისი პარტიული და ადმინისტრაციული ლიდერშიპი ასეთ დამოკიდებულებას, ვინაიდან საქართველოს არასდროს უღალატია თავისი პირობებისთვის და საგარეო კურსისთვის, ეს არის უსამართლო და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

დღის ამბები