02 იანვარი 2025,   15:50
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა -ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამისნიტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა.

შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.

შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.


შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.


შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები