02 იანვარი 2025,   16:25
ვრცლად
ყაზახეთი, "აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს გაუგზავნის

ყაზახეთი, "აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს გაუგზავნის, გადაწყვეტილება ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაცხადა.

უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება საავიაციო ინციდენტის გამომძიებელმა კომისიამ მიიღო, რომელსაც ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ხელმძღვანელობს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პირველივე დღიდან მომხრე იყო, რომ თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ჩართულიყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ჩამოვარდნასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა რუსეთის თავზე ფრენისას "მიწიდან სროლის გამო“.

დღის ამბები