05 იანვარი 2025,   02:20
ვრცლად
მონტენეგროში, ახალი წლის დღეს სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია

სამხრეთ მონტენეგროში შეიარაღებულმა პირმა, საერთო ჯამში, 12 ადამიანი მოკლა, მათ შორის ორი ბავშვი.

ხელისუფლების ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი, აკო მარტინოვიჩი, მთელი დღის განმავლობაში ალკოჰოლს სვამდა, როდესაც ახალ წელს, ადგილოვივი დროით 17:30 საათზე, რესტორანში სხვა სტუმართან შელაპარაკება მოუვიდა.

კამათის შემდეგ, მარტინოვიჩი სახლში წავიდა იარაღის წამოსაღებად, შემდეგ რესტორანში დაბრუნდა და რამდენიმე მომხმარებელი მოკლა. შემდეგ შეიარაღებული მარტინოვიჩი, თავდასხმის პირველი ადგილიდან მანქანით წავიდა და ხუთ სხვადასხვა ადგილას კიდევ რამდენიმე ადამიანს ესროლა. ასევე დაიღუპა რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი - 10 და 13 წლის ბავშვები.

მარტინოვიჩმა, მას შემდეგ რაც მას პოლიციამ მიაკვლია და დანებება უბრძანა, თავი მოიკლა. 

მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ამ უაზრო ქმედებამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია განუზომელი მწუხარება. ნუგეშისმცემელი სიტყვები არ არსებობს". სპაიჩის თქმითვე, ქვეყნის უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე განიხილავს სასწრაფო წესით "ყველა ვარიანტს" საზოგადოების დასაცავად, მათ შორის, იარაღის ტარების სრული აკრძალვის ჩათვლით.

წყარო: BBC

დღის ამბები