სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრებლები ახალ გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დააბინავა. ყველა ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 8ა მცირე საოჯახო სახლში განთავსდა.
საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2022 წლიდან, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო.
„ჩვენ დავასრულეთ კიდევ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულების დეინსტიტუციონალიზმის პროცესი. ამჯერად საუბარია მარტყოფის პანსიონატზე, ამ მიზნით ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავხსენით 8 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც ბინადრობს 48 ბენეფიციარი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.