აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულება თითქმის 2,5 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ტექსტში ვკითხულობთ რომ მხარდაჭერა ეკუთვნის უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას რუსეთის აგრესიისგან იცავს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენის ვადის დასრულებამდე, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ომში კიევის პოზიციების გასაძლიერებლად. ასევე უკრაინის პრემიერის დენის შმიგალის ინფორმაციით, შტატები უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან 15 მილიარდ დოლარს გადასცემს.