03 იანვარი 2025,   14:45
ვრცლად
ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა - სახალხო დამცველი ნახიდურის ამბავზე

ქვემო ქართლში, სოფელ ნახიდურში მომხდარ შემთხვევას მონიტორინგს სახალხო დამცველი უწევს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, გუშინ, ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს ამ ურთულეს დროს.

ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.

ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები.

მნიშვნელოვანია მედიამ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე ტრაგედიის გაშუქებისას, არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სიძულვილის ენა.

სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს შემთხვევის მონიტორინგს", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები