გორში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში საახალწლო წარმოდგენის პრემიერა გაიმართა. მაყურებელს რეჟისორ გიორგი თენაძის მიერ დადგმული სპექტაკლი "ჩიპოლინო" შესთავაზეს.
წარმოდგენა ყოველდღე, 11 იანვრამდე გაიმართება. ის დააინტერესებს როგორც პატარებს, ისე - მოზარდ მაყურებელს.