პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში - ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. შეხვედრის შემდეგ, ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს დელეგაციაში არიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მინისტრები, ასევე - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.