ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაიწყება.
აღნიშნული ინფორმაცია კატარშიც დაადასტურეს.
"ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან მძევლების მისაღებად "ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ და მუშაობენ შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ყველა დეტალის გულმოდგინე გათვალისწინებით," - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.