26 თებერვალი 2025,   16:56
ვრცლად
"ეს პროპაგანდა არის ტერმინ "უკრაინიზაციის" გაგრძელება, რომელიც ღიად ემსახურება რუსეთის ინტერესებს" - თეონა აქუბარდია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინელი ჟურნალისტის განცხადებას, რომ "ქართული ოცნების" წევრებისთვის ევროსაბჭოს მიერ უფლებამოსილების შეჩერებაზე, ქართველ ოპოზიციასთან ერთად, უკრაინული დელეგაცია მუშაობდა, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციური სპექტრში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ განცხადებაზე მმართველი გუნდის შეფასებები არის პროპაგანდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

      "მაშინ, როდესაც PACE-ში, 114 ხმით, მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რეჟიმს ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ავალდებულებს, "ოცნებას" არცერთი მხარდამჭერი არ აღმოაჩნდა პლენარულ სხდომაზე, თუნდაც მათი პროპაგანდის ხმა რომ ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდა არის გაგრძელება უკრაინიზაციის ტერმინის, რომელიც რუსეთის ინტერესების ღია მსახურებას აგრძელებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.

      უმრავლესობაში ამბობენ, რომ უკრაინელი ჟურნალისტის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ უკრაინა კვლავ ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას.

       

      დღის ამბები
      მეტი