26 თებერვალი 2025,   11:22
ვრცლად
"საგამოძიებო კომისიის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაეცეს 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს" - პაატა სალია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარ დანაშაულებს გამოიძიებს, მომავალ კვირაში, პარლამენტი სესიაზე განიხილავს.

      უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ინიციატივის მიზანი დამნაშავეების სამართლებრივი დასჯა და საზოგადოების ინფორმირებაა, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003-12 წლებში.

      "ადამიანები, რომლებიც იმ სისხლიანი ხელისუფლების აქტიური წარმომადგენლები იყვნენ, დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და, ხშირ შემთხვევაში, გულწრფელ პროტესტს იყენებენ იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით. იმისთვის, რომ ეს არ განმეორდეს და, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში პასუხი გაეცეს 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, სწორედ ამისთვისაა ეს კომისია გამიზნული", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია.

      დღის ამბები